ვრცელდება ჩვილ ბავშვზე ძიძის ძალადობის ამსახველი ვიდეო: შსს-მ გამოძიება დაიწყო

CC0 / Pixabay / ჩვილი ბავშვი და დედა
ჩვილი ბავშვი და დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატარაზე ძალადობის ფაქტის გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიძის მიერ  ჩვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კადრები სადაც ძიძა  ჩვილ ბავშვზე ძალადობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კადრებში არ ჩანს გამოსახულება, თუმცა ისმის ძიძის გაბრაზებული საუბარი, სავარაუდოდ დარტყმისა და პატარა ბავშვის ტირილის ხმები. 

ძალადობის ფაქტი  სახლში დამონტაჟებულმა  ვიდეოკამერამ გადაიღო, რომელიც დედამ საცხოვრებელში მას შემდეგ დააყენა, რაც ძიძასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გაუჩნდა. მანვე ატვირთა  ვიდეომასალა სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0