კომპანიამ Samsung ახალი ფლაგმანური სმარტფონის ორი ვერსია წარმოადგინა: ჩვეულებრივი Galaxy Note 10 და დიდი Galaxy Note 10+. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჰგამოიყურება კომპანიის ახალი ფლაგმანები
ახალი სმარტფონი Note 10+ გასული წლის Note 9-ის გაუმჯობესებულ ვერსიად განიხილება, ხოლო „ჩვეულებრივი“ Note 10 წინამორბედებზე მომცრო ზომისაა. ორივე გაჯეტს Samsung-ისათვის მახასიათებელი ფორმა აქვს: დიდი ზომის დისპლეი ჩარჩოების გარეშე, მასში მოთავსებული წინა კამერა და მოწყობილობის სტილუსით მართვა.
სმარტფონების გარდა, პრეზენტაციაზე წარმოადგინეს პლანშეტი Galaxy Tab S6 და ჭკვიანი საათი Galaxy Watch Active 2.

კომპანიამ Samsung  ახალი ფლაგმანური სმარტფონის ორი ვერსია წარმოადგინა: ჩვეულებრივი Galaxy Note 10 და დიდი Galaxy Note 10+

2/12
© AFP 2024 / Bryan Bedder
პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა

პირველი მოდელი ყველა Galaxy Note-ს შორის ყველაზე დიდი ზომის ეკრანით გამოირჩევა - 6,8 დიუიმი, ხოლო Galaxy Note 10-ის ეკრანის ზომა 6,3 დიუიმია

Note 10+ აღჭურვილია ოთხ მოდულიანი ძირითადი კამერით

5/12
© AFP 2024 / Getty Images / Drew Angerer
კომპანიამ ასევე წარმოადგინა სხვა მოწყობილობებიც

Galaxy Note-ის ახალ მოწყობილობებში აქცენტი მრავალფუნქციურობაზეა გაკეთებული

ახალი სმარტფონების თითოეული ელემენტი შემუშავებულია იმისათვის, რომ მომხმარებელმა სურვილი უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეისრულოს

8/12
© AFP 2024 / Timothy A. Clary
IT & Mobile Communications Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა დონგ ჯინ კომ პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალ სმარტფონებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმო მოწყობილობის უსაფრთხოებას

2016 წელს კომპანიას Note 7-ის წარმოებიდან მოხსნა მოუწია აკუმულატორთან დაკავშირებით პრობლემის გამო: ელემენტი ძალიან ცხელდებოდა, ზოგჯერ კი ფეთქდებოდა კიდეც

10/12
© AFP 2024 / Bryan Bedder
პრეზენტაციაზე უჩვენეს Note 10-ის დამატებითი რეალობისა და ნივთების სამ განზომილებაში სკანირების შესაძლებლობა უჩვენეს

11/12
© AFP 2024 / Getty Images / Drew Angerer
Samsung Galaxy Watch Active 2  პრეზენტაციაზე ბერკლაის-ცენტრში ბრუკლინში, ნიუ-იორკი

Samsung Galaxy Note 10 პირველი კომერციული სმარტფონია 5G მხარდაჭერით