საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიწისძვრის მაგნიტუდა
მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიდან 24 კმ-ში მოხდა

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და მიწისძვრისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიდან 24 კმ-ში მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები 07:29 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 33 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შაბათს დილით იგივე ლოკაციაზე 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0