ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი დედასთან ერთად მალტაში ისვენებს. დედასთამ ერთად გადაღებულ ფოტოებს ტელეწამყვანი Instagram-ზე აქვეყნებს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მოხიბლულები არიან ამ ქალის პიროვნებით და მათ ბედნიერებას უსურვებენ.
ნინო კალანდარიშვილი საზოგადოებას მაია ასათიანმა საკუთრი გადაცემიდან „პროფილი“ რამდენიმე თვის წინ გააცნო, სადაც ქალმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას გრძნობს და განიცდის, როცა შვილზე ამბობენ ცუდს. ნინო კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ძნელია იმასთან შეგუება, როცა შვილზე ცუდს ამბობენ.
„ნუცას ამბავი იმდენად დიდი ტკივილია, რომ ეს ყველაფერი ხურდასავით არის. არ ესმით ადამიანებს, რომ შენთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანს ტკენენ“, - ამბობდა გადაცემაში ნინო კალანდარიშვილი.
View this post on Instagram
მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში ორი წლის წინ გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. მომხდარი ტრაგედიიდან მაია ასათიანი საკუთარ გადაცემას თვეების შემდეგ დაუბრუნდა.