Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის მსოფლიოში ცნობილი მოდელი, რომელსაც ერეკლე დეისაძე ხვდება - წყვილის ფოტოები

© courtesy of Erekle Deisadzeერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერეკლე დეისაძე შეყვარებულია - ნახეთ, ვისზე შეაჩერა არჩევანი მუსიკოსმა

მუსიკოსი და მწერალი ერეკლე დეისაძე საზოგადოებამ წიგნით „საიდუმლო სირობა“ გაიცნო. შემდეგ იყო ბევრი ეთერი, ინტერვიუ და ახლა დეისაძე ყველასთვის საყვარელ მუსიკოსად ასოცირდება.

View this post on Instagram

@tica_makharadze HBD უდიდესი სიყვარულით❤️💥

A post shared by Erekle Deisadze (@erekledeisadze) on

ცოტა ხანში პირველ ალბომს ამთავრებს და როგორც სოციალური ქსელის ბოლოდროინდელი მისი აქტივობებიდან ჩანს, შეყვარებულია.

View this post on Instagram

💥

A post shared by Erekle Deisadze (@erekledeisadze) on

დეისაძის რჩეული ცნობილი ქართველი მოდელი თიკა მახარაძეა. თიკა საზოგადოებაში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Vogue-მ, რომელმაც 2017 წელს თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ს აშუქებდა, სტატია მიუძღვნა მას. მაშინ პრესტიჟულმა გამოცემამ გოგონას უჩვეულო გარეგნობის და სტილის აღნიშვნა გადაწყვიტა და წერდა, რომ საქართველოში საუკეთესო მოდელი სამი შვილის დედაა.

View this post on Instagram

A post shared by Tica Makharadze (@tica_makharadze) on

მოდელმა ისეთი დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც არიან: გოლა დამიანი, ჯანაშია, გიორგი კებურია, თათუნა ნიკოლაიშვილი.

View this post on Instagram

Ph: @patrick_bienert for @luncheonmagazine #feelslikeAddams 🖤🌹

A post shared by Tica Makharadze (@tica_makharadze) on

28 წლის მოდელი 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მახარაძეს 8 წლის ალექსანდრა და 5 წლის ტყუპები: სანდრო და ნიკო ჰყავს: „ახალგაზრდა დედა ვარ, ენერგიით სავსე. როცა ალექსანდრა 20 წლის იქნება, მე 40 წლის ვიქნები და ვფიქრობ ვიმეგობრებთ. მინდა მისთვის და უფრო ვიყო, ვიდრე დედა“, -აცხადებს თიკა.

ყველა ახალი ამბავი
0