ამბროლაურში ახალი თანამედროვე საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

© photo: Ambrolauri Municipality / FBამბროლაურში ახალი თანამედროვე საფეხბურთო მოედანი გაიხსნა
ამბროლაურში ახალი თანამედროვე საფეხბურთო მოედანი გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად განხორციელდა და მისი ღირებულება 2 770 000 ლარს შეადგენს

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, იუწყება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო მოედნის გახსნას ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი, 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები სპორტსმენებისთვის გასახდელები, საშხაპეები, განათება, მისასვლელი გზა და საპარკინგე ადგილები მოეწყო.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად განხორციელდა.

„დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. აშენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის ტურნირებს. ეს ხელს შეუწყოს რაჭის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მუნიციპალიტეტში გვაქვს მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამბროლაური სპორტულ ქალაქად ვაქციოთ."- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 770 000 ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0