თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქებს უკიდია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.