თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.
© photo: Sputnik / Nika Latariaარქეოლოგიური გათხრები მოჩხომერის გორაზე
არქეოლოგიური გათხრები მოჩხომერის გორაზე
© photo: Sputnik / Nika Lataria
გორაზე აღმოჩენილი იქნა დიდი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.
© photo: Sputnik / Nika Latariaარქეოლოგიური გათხრები მოჩხომერის გორაზე
არქეოლოგიური გათხრები მოჩხომერის გორაზე
© photo: Sputnik / Nika Lataria
არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის განცხადებით, მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს. გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.
ავტორი ნიკა ლატარია