კომპოზიტორი გია ყანჩელი დაბადების დღეს საავადმყოფოში აღნიშნავს

© photo: Sputnik / Asayur Yesayantsგია ყანჩელი
გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში გია ყანჩელს ხშირად აწუხებს გული

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, სიცოცხლეში ლეგენდად ქცეული გია ყანჩელი 84-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

ვიდეო, რომელზეც კომპოზიტორის ახლობლები და საავადმყოფოს თანამშრომლები მას დაბადების დღეს ულოცავენ, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრ Helsicore-ის Facebook-გვერდზე აიტვირთა.

ბოლო წლებში გია ყანჩელს ხშირად აწუხებს გული. მაესტრო საავადმყოფოებში გამოკვლევებზე ხშირად დადის.

კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გია ყანჩელი: თუ ასეთი ადამიანები მომრავლდებიან, სამშობლოს ეს არ გამოადგება

„არაჩვეულებრივი გამოფენა“, „არ დაიდარდო“, „მიმინო“, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „პასპორტი“ - რთულია ამ ფილმების წარმოდგენა ყანჩელის მუსიკის გარეშე. მისი ნაწარმოები თითქმის 80 კინოფილმში ჟღერს.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას" აკადემიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0