ტელეწამყვანი დიანა ჯოჯუა მაყურებელს ჯერ კიდევ „პირველი არხის“ რუსულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გამოშვებებიდან ახსოვს, შემდეგ პერიოდში კი ის ზაალ უდუმაშვილის მეწყვილე გახდა „კურიერში“. ზაალი პოლიტიკაში წავიდა, დიანას კი დღემდე მიჰყავს საინფორმაციო გამოშვება.
დიანამ ბოლო დროს იმიჯი შეიცვალა, თმა შეიჭრა და წითლად შეიღება და უფრო ხშირად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს თამამი ფოტოებით.
დიანა ჯოჯუა ქორწინებაში იმყოფება ნიკა რამიშვილთან, რომელიც 2013 წელს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც მისი წლიური შემოსავალი აღნიშნულ თანამდებობაზე 224847.00 ლარი იყო.
იქამდე კი, სანამ კერძო ბიზნესში გადავიდოდა, ის სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა და საკმაოდ სოლიდურ თანამდებობას იკავებდა, - ნიკა რამიშვილი საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა, იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
წყვილს ერთი გოგონა ჰყავს, თუნა რამიშვილი, რომელიც ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, საბა კოდუას მეგობარია.
დიანა და ნანუკა დაქალობენ და ხშირად დადიან ერთად დასასვენებლად ბავშვებთან ერთად.