აფეთქება პოლიგონზე: არხანგელსკთან „როსატომის“ 5 თანამშრომელი დაიღუპა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. არხანგელსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე აფეთქებისას 8 აგვისტოს „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი დაიღუპა, იუწყება სახელმწიფო კორპორაცია.

ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე არხანგელსკის ოლქში თხევადი რეაქტიული ძრავული დანადგარის გამოცდის დროს მოხდა აფეთქება შემდგომი აალებით. მანამდე სამინისტრო იუწყებოდა ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. სამხედრო უწყება და ასევე ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ რადიაციული ფონი ნორმაშია. ინციდენტთან დაკავშირებით შეიქმნა საგანგებო სიტუაციების კომისია არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ ორლოვის ხელმძღვანელობით.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ბელორუსიაში ყოფილი სამხედრო პოლიგონი იწვის

„არხანეგლსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე ინციდენტის შედეგად დაიღუპა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი. კიდევ სამმა ჩენმა კოლეგამ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები და დამწვრობები მიიღო“, - ნათქვამია „როსატომის“ კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

ყველა დაშავებული სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა РИА Новости-ს, რომ მომხდარის შედეგად ასევე სამხედრო უწყების სპეციალისტები დაიღუპნენ.

„როსატომის“ და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ექსპერიმენტული თხევადი ძრავული დანადგარის აალების შედეგად დაიღუპნენ. გარკვეული გარემოებების გამო, აალების მომენტში „როსატომის“ თანამშრომლები თხევადი რეაქტიული დანადგარისთვის კვების იზოტოპური წყაროების შემოწმებას ახორციელებდნენ“, - უამბო წყარომ სააგენტოს.

ყველა ახალი ამბავი
0