როგორი იქნება აბასთუმანი: ბიძინა ივანიშვილის გეგმა

გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი შაბათს მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დაესწრო ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესან დაკავშირებულ წირვას.

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში  — ასეთია პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდოამრის,  ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რის შესახებაც მან საჯაროდ განაცხადა. 

აბასთუმანი - Sputnik საქართველო
აბასთუმანი: კურორტის ისტორია და მნიშვნელობა

ბიძინა ივანიშვილი შაბათს მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დაესწრო ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესან დაკავშირებულ წირვას.

„წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წირვა ახალციხისა და ტაო−კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა, რომელმაც ასე მიმართა მრევლს:

„ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით, რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში. ეს არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული კათედრალი. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში. იქით აღარ ჩამოვთვლი“.

© Sputnik / Alexander Imedashviliაბასთუმანი
 როგორი იქნება აბასთუმანი: ბიძინა ივანიშვილის გეგმა  - Sputnik საქართველო
აბასთუმანი

მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ივანიშვილის დახმარებით იგეგმება აბასთუმანში უამრავი პროექტის განხორციელება, მათ შორის , უკვე დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლისა და ბევრი სხვა შენობის  რესტავრაცია.  

„მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არა მარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი", — აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ბიძინა ივანიშვილი სამცხე−ჯავახეთის რეგიონით 2018 წლის ზაფხულში დაინტერესდა, როდესაც აბასთუმანში ისვენებდა. გასული წლის ოქტომბერში პრესასთან საუბრისას მან გაამხილა, რომ გადაწყვეტილი აქვს აბასთუმანი ელექტრომობილებით აღჭურვილ კურორტად აქციოს.  მან ამ პროექტის ზოგი დეტალიც გაამხილა და აღნიშნა, რომ კურორტზე ელექტრომობილებისთვის დიდი ავტოსადგომის აშენება იგეგმება.

© photo: Sputnikაბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ამ შენობაში განთავსდება კაფე და რესტორანი
 როგორი იქნება აბასთუმანი: ბიძინა ივანიშვილის გეგმა  - Sputnik საქართველო
აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ამ შენობაში განთავსდება კაფე და რესტორანი

მან ისიც განმარტა, თუ რატომ არ გადადიან განვითარებული ქვეყნები ელექტრომობილებზე. ივანიშვილის თქმით, გერმანიაში, საფრანგეთსა თუ იაპონიაში ძალიან განვითარებულია ავტომრეწველობა და ახალ სისტემაზე სწრაფი გადასვლა დაანგრევს ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა. საქართველოს კი ამგვარი მრეწველობა არ აქვს, ამიტომ ქვეყანას არაფერი აქვს დასაკარგი.

აბასთუმანს IX-X საუკუნეებში ოძრხედ მოიხსენიებენ, გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა სახელწოდება „ოცხე”, XIX საუკუნიდან კი „აბასთუმანი“ ეწოდა. ეს სახელწოდება შესაძლებელია მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელიდან.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზა დაბას ობსერვატორიასთან დააკავშირებს
 როგორი იქნება აბასთუმანი: ბიძინა ივანიშვილის გეგმა  - Sputnik საქართველო
საბაგირო გზა დაბას ობსერვატორიასთან დააკავშირებს

კურორტ აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერს 2008 წლის 12 მარტს ხანძარი გაუჩნდა. მონასტერი განთავსებული იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებულ XIX საუკუნის ხის სასახლეში. გიორგი თავად ცხოვრობდა ამ სასახლეში რამდენიმე წლის განმავლობაში და იქვე გარდაიცვალა 1899 წლის 28 ივნისს. ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უცებ მოედო. ხანძარი იმდენად დიდი იყო და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საშიშროება შეექმნა დასახლებულ პუნქტს. ადიგენისა და ახალციხისსახანძრო სამსახურმა მოახერხა ხანძრის ლოკალიზება; მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, საკუთარი ძალებითაც დახმარებოდა მეხანძრეებს. ხანძრის შედეგად მონასტრის უმეტესი ნაწილი სრულიად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი უნდა ყოფილიყო.[8]

© photo: Sputnikაბასთუმანში ახალი ობსერვატორია შენდება
 როგორი იქნება აბასთუმანი: ბიძინა ივანიშვილის გეგმა  - Sputnik საქართველო
აბასთუმანში ახალი ობსერვატორია შენდება

2009 წლის ივნისში, აბასთუმანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს შუასაუკუნეების უნიკალური ფრესკა აღმოჩნდა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა, ტაძრის დასავლეთ ნაწილის აღდგენისას აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზედაც გამოსახულია მაცხოვრის ნათლობის სცენა, ღვთისმშობელი, მეუდაბნოე მამები და საშინელი სამსჯავრო. ტაძრის აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო.[9]

 

ყველა ახალი ამბავი
0