რა ფასად იყიდებოდა აჭარაში ყალბი მართვის მოწმობები

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა 150 აშშ დოლარად გაასაღა

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის რეგიონში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია საექსპერტო დაწესებულების უფროსი

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის  მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0