ზაზარაშვილი: „ფეისბუქზე“ რომ შევედი, მეგონა ტელეფონმა გაჭედა

© photo: Alexandre Zazarashvili / FBალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინელი „ვოისის“ გამარჯვებული, 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი გამარჯვების შემდეგ მიღებულ ემოციებზე საუბრობს.

 

ზაზარაშვილი: „ფეისბუქზე“ რომ შევედი, მეგონა ტელეფონმა გაჭედა

„საერთოდ არ წარმომედგინა, რომ ამ პროექტში გავიმარჯვებდი, იმიტომ, რომ საქართველოში სატელევიზიო პროექტებში ვერასოდეს ვერ მოვიპოვე გამარჯვება. ეს ისეთი მასშტაბური პროექტია უკრაინაში და იქ ისეთი მაყურებელია, ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, შეიძლება მისი შვილი გამოდიოდეს, მაგრამ შენ მოეწონო და შენ მოგცეს ხმა. არ მეგონა ამხელა გამოეხმაურება თუ მექნებოდა, ვიფიქრე, მაქსიმუმ ერთი ვინმე თუ დაწერდა, ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ „ვოისში“ გამოდისო... რომ შევედი „ფეისბუქზე“ და ჩამოვყევი და ჩამოვყევი, მეგონა ტელეფონმა გაჭედა, თურმე ყველა ჩემს ვიდეოს აზიარებდა“, -ამბობს ზაზარაშვილი.

პატარა მომღერლის თქმით, მას ძალიან ბევრი წარმატება აქვს კლასიკურ ვოკალშიც და 20 სექტემბერს ნიუ-იორკის დიდ საკონცერტო დარბაზში,  კარნეგი ჰოლში უნდა იმღეროს.

ყველა ახალი ამბავი
0