ზახაროვამ უარყო ბრალდებები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში საზღვრის გადმოწევის შესახებ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელის განცხადებით, რუსი მესაზღვრეები საზღვარზე არანაირ სამუშაოებს არ ატარებენ

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik.  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარყო განცხადებები, თითქოსდა რუსი მესაზღვრეები  სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან  საზღვარს  საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში სწევენ.

 „კვლავ  იქმნება ხელოვნური აჟიოტაჟი სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრის თითქოსდა დარღვევის ირგვლივ. ვრცელდება მითი, რომ თითქოს რუსები და ოსები საზღვარს არღვევენ და ქართული ტერიტორიის სიღრმეში შედიან.  თითქოს რუსეთი აგრძელებს თავის, ვციტირებ „საქართველოს სახელმწიფოს გეგმაზომიერი გახლეჩისა და მიტაცების  გრძელვადიან სამხედრო-დიპლომატიურ კამპანიას“, – განაცხადა ზახაროვამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე. 

მოსკოვის ხედი - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს

მისი სიტყვებით, ასეთ ინფორმაციას  ქართველი და დასავლელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები 2008 წლის კონფლიქტის მე-11 წლისთან დაკავშირებით ავრცელებენ. მან აღნიშნა, რომ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც საზღვარზე რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან,  „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარზე არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებენ“.

 „საზღვრის მოწყობის ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გეგმიურად ხორციელდება. ამის მიზანია ორი მოსაზღვრე სახელმწიფოს მოსახლეობის უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრებისთვის პირობების შექმნა. ასეთი ნაბიჯები საზღვრის შემთხვევით დარღვევის ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირი ინციდენტების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები  2008 წლიდან შეწყვეტილია. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლებიც 2012 წლიდან ტარდება. შეხვედრებზე მხარეები ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს განიხილავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0