მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება ყირგიზეთში: უშიშროების საბჭო შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს

© photo: Sputnik / Tabildy Kadyrbekov / გადასვლა მედიაბანკშიალმაზბეკ ატამბაევი
ალმაზბეკ ატამბაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის დაკავების ოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბიშკეკში ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თავმჯდომარეობს, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი".

სხდომის დღის წესრიგშია საკითხი "2019 წლის 7 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის შესახებ".

ოთხშაბათს, ღამით სპეცსამსახურებმა ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების ოპერაცია სოფელ კოი-ტაშში, მის რეზიდენციაში დაიწყო. შედეგად 43 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ექს-პრეზიდენტის დაკავება ვერ მოხერხდა.

ალმაზბეკ ატამბაევი - Sputnik საქართველო
ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმისას 15 ადამიანი დაშავდა

ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს.. ატამბაევს სამუდამო პატიმრობა ელოდება. მან ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განაცხადა რო სუფთაა ხალხის წინაშე და მზად არის პრეზიდენტის პოსტზე ყველა მის ქმედებას გასცეს პასუხი.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა, ჯერ-ჯერობით იგი ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც არჩევნების შემდეგ ძალაუფლება ნებაყოფლობით დათმო და ახალ სახელმწიფო მეთაურ სოორონბაიუ ჟეენბეკოვს გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0