ნინა სულაბერიძე (სუბლატი) თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებელია. გარდა ამისა, განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და ერთი ნახვით ყველას აღტაცებას იწვევს. ახლახანს, კიდევ ერთი ტატუ ამოისვირინგა და თაყვანისმცემლებს გაუზიარა.
ლურჯთვალება მომღერალი მიმზიდველი და ხშირად ექსტრავაგანტული იმიჯით ჩნდება. რამდენიმე წელია, რაც იაპონური ანიმაციებითა, მითოლოგიით, პლანეტების მისტიკით დაინტერესდა. გარდა ამისა, ნინა მედიტაციას ეუფლება, შეისწავლის და პარტნიორთან ქალაქგარეთ სახლი იყიდა, რათა საკუთარ თავთან ჰარმონიულად განმარტოვდეს.
ტანზე ახალი მოხატულობა, სწორედ იაპონურ ცნობილ ანიმაციას- ნარუტოს უკავშირდება. აღმოჩნდა, ნინას ერთ-ერთი რჩეული პერსონაჟი ჰაკუა. ჰაკუ, წყლის ძალის მფლობელია. ამ პერსონაჟმა მის ცხოვრებაზე გარკვეული კვალი დატოვა, ამიტომ ნინამ ფოტოს დააწერა- „I would just stay with Haku forever- მე ჰაკუსთან სამუდამოდ დავრჩებოდი“...
ნინას და მის მეუღლეს, მუსიკოს გიორგი შამანაურს უამრავი სხვა ტატუ აქვთ. მომღერლის უცხო სტილს შინაარსობრივი სვირინგები ძალიან უხდება. მის სხეულზე ტატუ ხელოვნებადაა ქცეული.
ტაბლოიდებთან ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ტატუებს ნაჩქარევად არ იკეთებს. 13 წლის ასაკიდანაა გატაცებული ამ ხელოვნებით და მის სხეულს 15 ტატუ ამშვენებს. როგორც ჩანს, დღემდე ვერ ჩერდება და ახალ შთაგონებას გამუდმებით ეძებს.