თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ალმასბექ ატამბაევი დაკავებულია, ის ძალოვნებს ჩაბარდა, იუწყება РИА Новости ატამბაევის შტაბის წევრზე დაყრდნობით.
მანამდე სპეცსამსახურებმა მესამედ მიიტანეს შეტევა სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სახლზე და რეზიდენციის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლეს.
ყირგიზელმა ძალოვანებმა ატამბაევის დაკავების ოპერაცია გუშინ წამოიწყეს სოფელ კოი-ტაშში, რომელიც ბიშკეკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა მისი დაკავება აქამდე არ ხერხდებოდა.
ბოლო მონაცემებით, ოპერაციისას დაიღუპა სპეცსამსახურის ერთი თანამშრომელი, 80 კი დაშავდა.
ქვეყნის გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე „მასობრივი უწესრიგობისა“ და „ხულიგნობის“ მუხლით აღძრა.