ნონა ხიდეშელი: ჩვენ ვართ გაღვიძების პროცესში - ახლა გამოვდივართ ინფანტილიზმიდან
„ჩვენ ვართ გაღვიძების პროცესში. ახლა გამოვდივართ ინფანტილიზმიდან. ინფანტილიზმი სწორედ ეს არის, როცა ფიქრობს ადამიანი, რომ დედა, ღმერთი, მასწავლებელი, პრეზიდენტი ჰყავს თუ აირჩია, და გონია, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი, რომ მას პასუხისმგებლობა აღარ აქვს“ - აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.
ფსიქოლოგის განმარტებით, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, იმ ფაზაში ვართ, რა ფაზაშიც არის ჩვენი ცნობიერება და ეს არის ფსიქოლოგიური მოცემულობა.