ურეკსა და შეკვეთილში  ონკანის წყლის სასმელად გამოყენება აიკრძალა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასმელი წყლის ონკანი
სასმელი წყლის ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, დღეს, გვიან ღამით, წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას  ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ოთხი დღით აეკრძალა, ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ისინი, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით, გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი 4 დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,  დღეს, გვიან ღამით, წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0