თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში ხვალ შედგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კინოთეატრებში გამართულ პრემიერამდე „ერთხელ ჰოლივუდში“ ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, კინომცოდნეებსა და ჟურნალისტებს უჩვენეს.
ფილმის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ დღეს გაიმართა.
„ერთხელ ჰოლივუდში“ 1969 წელს ლოს-ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, კერძოდ, ამერიკელი სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონისა და მისი მიმდევრების დანაშაულს, რასაც ცნობილი რეჟისორის – რომან პოლანსკის მეუღლისა და მისი მეგობრების სიცოცხლე შეეწირა.
ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები – ლეონარდო დი კაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი, ალ პაჩინო და კურტ რასელი ასრულებენ.
ტარანტინოს ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს შედგა.