სათაფლიის ნაკრძალში ორი დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს - ფოტო

© Photo: courtesy of Miho Neimanდინოზავრი სათაფლიას ნაკრძალში
დინოზავრი სათაფლიას ნაკრძალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ორი 17 წლის მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში ორ მოქალაქეს გზა აებნა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ინფორმაცია დაკარგულების შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ტურისტების დასახმარებლად გავიდა იმერეთის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში ნაპოვნია დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე. ისინი მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი.

ყველა ახალი ამბავი
0