თუ ბარგი დაგეკარგათ კომპენსაცია 1,525 – 3,500 დოლარის ფარგლებში მერყეობს

© Photo: Pixabayბარგი
ბარგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპენსაციის მიღება შეგიძლიათ ბოლო 3 წლის მანძილზე დაკარგული ბარგისთვის. ამისთვის თქვენ შეავსოთ სპეციალური ფორმა

თვითმფრინავით მგზავრობისას არის შემთხვევები, როდესაც ან ჩემოდანია დაზიანებული, ან საკეტი აღარ მუშაობს, ან ჩემოდანში არსებული ნივთების ნაწილი, ან სულაც, ბარგი დაიკარგა. ასეთი შემთხვევებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის კომპენსაცია.

ავიაკომპანია  easyJet-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
შეუფერებელი სამოსის გამო მგზავრი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს

„მე მოგზაურის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან დაკავშირებულ ავიარეისებზე ბარგის დაზიანების ან დაკარგვის კომპენსაცია 1,525 – 3,500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ბარგი დაიკარგა, უნდა მიხვიდეთ აეროპორტის Lost and Found-ში, შეავსოთ PIR – Property Irregular Report და
21 დღის განმავლობაში ავიაკომპანიამ თუ ბარგი არ დაგიბრუნათ, ის დაკარგულად ითვლება. ასეთ დროს ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს აუნაზღაუროს ბარგის დაკარგვით გამოწვეული მატერიალური ზიანი.

კომპენსაციის მიღება შეგიძლიათ ბოლო 3 წლის მანძილზე დაკარგული ბარგისთვის. ამისთვის თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა კომპანია AirHelp-ის ვებსაიტზე.

ბარგის დაგვიანებისას, როგორც წესი კომპენსაცია შეადგენს 50 აშშ დოლარს, რაც დაფარავს იმ უსიამოვნებას, რომელიც მგზავრმა პირადი ნივთების დროებით (მაქსიმუმ 21 დღით) არქონის გამო მიიღო.

ჩემოდნის დაზიანების შემთხვევაში კომპენსაციის მოცულობა უტოლდება იმ ხარჯებს რაც მისი აღდგენისთვის იყო საჭირო. (წარდგენილი უნდა იქნეს ხელოსნის ქვითარი).
თუ ჩემოდანი აღდგენას არ ექვემდებარება, კომპენსაცია უტოლდება ჩემოდნის ღირებულებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანიები თავად ჩუქნიან ჩემოდანს.

კოკაინი კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
G20-ზე მიმავალი ბრაზილიის პრეზიდენტის გამცილებელ თვითმფრინავში 39 კგ კოკაინი იპოვეს

არის შემთხვევები, როდესაც ზიანდება ჩემოდნის შიგთავსი ბარგი. ასეთ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იყოს დაზიანებული ნივთების ქვითრები. ავიაკომპანიამ შეიძლება შეამციროს ანაზღაურება ნივთების ცვეთადობის გათვალისწინებით.

თუ კი ქვითრების წარდგენა ვერ ხერხდება კომპენსაცია გაიცემა წონის მიხედვით. 1 კილოგრამი 20 აშშ დოლარი. ამ და სხვა რთული პროცედურების გავლასა და ავიაკომპანისთან მოლაპარაკებებში კომპანია კომპანია AirHelp დაგეხმარებათ. ასევე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ და მიიღოთ 600 ევრომდე დაგვიანებული ან გაუქმებუი ავიარეისებისთვის – AirHelp.

ყველა ახალი ამბავი
0