დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 აგვისტო

© photo: Sputnikგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის დასაწყისში თავის გაკონტროლება გაგიჭირდებათ. გაღიზიანდებით ნებისმიერი წვრილმანის გამო, გაგაბრაზებთ გარშემომყოფების დაუფიქრებელი სიტყვები და საქციელი. აჯობებს, თუ ემოციებს გააკონტროლებთ. დღის მეორე ნახევარი სასარგებლო საქმეებს დაუთმეთ. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ურთიერთობებში.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

იოლი გამარჯვებების იმედი ნუ გექნებათ. წარმატებების მიღწევის შანსი არის, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვეული საქმეებიც კი რთულად გამოგივათ. ამასთან, ჩქარობთ და წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. დახმარების თხოვნა არასასურველია, ერთადერთი, შეგიძლიათ ძველ ნაცნობს, გამოცდილ ადამიანს რჩევა ჰკითხოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მღელვარების საფუძველი არ გაქვთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, პოზიტიური ტენდენციების გავლენა ყველა სფეროში შეინიშნება. შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. იქნება შანსი მომგებიანი გარიგების დადებისა. მოსალოდნელია ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებბები. ამ დროს სასურველია ინიციატივის დროულად გამოჩენა. ენდეთ ინტუიციას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღის დასაწყისში რთული იქნება პრიორიტეტული საქმეების გამოცალკევება. სჯობს, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მიაქციეთ ყურადღება ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ზეწოლას ცდილობენ. მოგვიანებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, მიხვდებით, როგორ აჯობებს მოქმედება მომავალში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

თუ შეუპოვარი იქნებით, იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე ელოდებოდით. ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინ პროფესიული წარმატებებისკენ ისწრაფვის. შესაძლებელია წინადადებები ხანგრძლივი ურთიერთობების შესახებ, მონაწილეოა პერსპექტიულ პროექტებში, იქნება შანსი დაწინაურებისა. ახლობლებთან ურთიერთობებში არ დაგავიწყდეთ მიცემული პირობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მოასწარით ყველა მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, სერიოზული საკითხების განხილვა, რადგან მოგვიანებით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება. საღამოს კარგი იქნება, თუ მშვიდად დაისვენებთ. აჯობებს, თუ მოერიდებით ნებისმიერ დამღლელ საქმიანობას. ახლა დატვირთვები თქვენთვის არასასურველია.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

საკმაოდ დაძაბული დღეა. მოგიწევთ ადამიანების დამშვიდება, მათთან მოლაპარაკებები, მწვავე საკითხების მოგვარება. დატვირთვა დიდი იქნება, ამიტომ დასვენება გესაჭიროებათ. გადაჭარბებით არ შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. შესაძლოა, საქმიანი წინადადებები შემოგთავაზონ, კარგად მოიფიქრეთ და ისე გადაწყვიტეთ.

ვარსკვლავური სისტემა ეტა–კილია - Sputnik საქართველო
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

გამოგადგებათ დიპლომატიური უნარები. მოგიწევთ მოჩხუბრების შერიგება, გარშემომყოფების ურთიერთშეთანხმებებში დახმარება. ისე ხართ დაკავებული სხვისი პრობლემებით, რომ საკუთარი ხანდახან გავიწყდებათ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საქმეებში. არ არის გამორიცხული დანაკარგები. ასევე, არ იჩქაროთ გარიგებების დადება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი მიესადაგება საუბრებს სამუშაოსა და ბიზნესზე. შესაძლებელია სამომავლო გეგმების განხილვა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მოგვიანებით რამდენიმე მარტივი, მაგრამ გადაუდებელი საქმე გამოჩნდება. ეცადეთ, ისინი შემოქმედებითი კუთხით გადაჭრათ – ასე უფრო სწრაფად გაუმკლავდებით მათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

გაჩნდება სასწრაფო საქმეები, მათ შორის – რთულიც. შეძლებთ პრიორიტეტების სწორად განაწილებას და ყველა გამოცდას შესანიშნავად გაართმევთ თავს. მოგიწევთ ენერგიის დახარჯვა, ასე რომ, საღამოს დასვენება გესაჭიროებათ. ეცადეთ, განმარტოვდეთ, ან მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებსაც წონასწორობიდან გამოჰყავხართ.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. არ არის გამორიცხული კამათი, უთანხმოებები, კონფლიქტები. ძლიერი ემოციები საქმეებზე ყურადღების კონცენტრირებაში გიშლით ხელს. მოგვიანებით ვითარება სტაბილური გახდება და დადგება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ხელსაყრელი დრო. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა. არ არის გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ბიზნეს–იდეების განხილვისთვის. კარგ შთაბეჭდილებებს ახდენთ გარშემომყოფებზე, რაც საქმიან მოლაპარაკებებში გეხმარებათ. შესაძლოა, თანამშრომლობის შესახებ წინადადება მიიღოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. უფრო გიზიდავთ ის საქმეები, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას, ფანტაზიებს მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0