ტრაგიკული გასეირნება: ბაღდათში ავტოავარიას შეყვარებული წყვილი ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. იმერეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა წყვილი გარდაიცვალა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტობანი - Sputnik საქართველო
ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

უბედური შემთხვევა ბაღდათში გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუბუქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ შე­ე­ჯა­ხა მო­ტო­ციკლს, რო­მელ­ზეც ორი ახალ­გაზ­რდა იჯდა, შემ­დეგ კი ბორ­დი­ურ­ზე ავარ­და.

მო­ტო­ციკლს 19 წლის დათო ზივ­ზი­ვა­ძე მარ­თავ­და, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. მეორე ახალგაზრდა ზივზივაძის შეყვარებული მა­რი­ამ მა­ჩი­ტი­ძე იყო, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0