თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველი ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო

© Sputnik / STRINGERშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანაპიროს დაცვა 24 საათის განმავლობაში ეძებდა ქართველ ახალგაზრდას, თუმცა უშედეგოდ

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის თურქეთის სანაპიროზე, წყალმა დღეს დილით საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მედიის ცნობით, ახალგაზრდამ ტალღებს თავი ვერ დააღწია და ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა რიზეში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით 24 წლის ლაშა მალანია თურქეთში მშენებლობაზე სამუშაოდ იყო წასული.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც სამშობლოში გადმოასვენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0