Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს მუტრუკი ერთ დროს ჩემს მუცელში იჯდა...“ - ნინო ნადირაძე

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სახალისო სათაურს ურთავს. „ეს მუტრუკი ერთ დროს ჩემს მუცელში იჯდა“ წერს ტელეწამყვანი.

ივა კუზანოვს, რომელიც ცნობილი ბაბუის სეხნიაა ცოტა ხნის წინ 16 წელი შეუსრულდა. დედა კომენტარებში წერს, რომ ბიჭი უკვე 193 სანტიმეტრია.

„ყველა ქართულ ოჯახს ვუსურვებ ასეთ „მუტრუკს“, - უწერენ ნადირაძეს კომენტარებში. ცნობილი ექიმების წყვილს ორი შვილი ჰყავთ. მეორე - ბაია კუზანოვი ცოტა ხნის წინ გაათხოვეს და ოჯახური ქორწილიც გადაუხადეს საკუთარი სახლის ეზოში.

დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ნინო კუზანოვამ კი შვილის რამდენიმეწლიანი სიყვარული ფართო საზოგადოებას ვიდეომიმართვით გააცნო და ამის შემდეგ მათ გარშემო ყურადღება არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0