მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოწამვლა ელიტურ რესტორანში: გოგონას წვენის ნაცვლად სარეცხი საშუალების სითხე შესთავაზეს

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს საფრანგეთის რესტორნებში სარეცხი საშუალებით მოწამვლის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის ივნისში ანალოგიური ინციდენტის გამო პარიზში  Pizza Hut–ის სტუმარი საავადმყოფოში მოხვდა.

თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. საფრანგეთის 22 წლის მოქალაქე სარეცხი საშუალებისგან მოწამვლის შედეგად კომაში ჩავარდა, რომელიც მას ელიტურ რესტორანში შეცდომით, წვენის ნაცვლად მიაწოდეს, იუწყება РИА Новости გაზეთ Ouest-France–ზე დაყრდნობით. 

შოკოლადის კანფეტი - Sputnik საქართველო
სახიფათო შოკოლადი და საღეჭი რეზინა: საფრანგეთმა კანცეროგენული დანამატი აკრძალა

ინციდენტი გასულ კვირას სასტუმრო La Fontaine aux Bretons–ის ელიტურ რესტორანში მოხდა, სადაც გოგონა მშობლებთან ერთად სავახშმოდ მივიდა.

მშობლების განცხადებით, როდესაც გოგონამ აღნიშნული სითხე დალია, მას პირღებინება დაეწყო და სითხემ კაბის ქვეშ კანი დაუწვა. კომაში ჩავარდნილი გოგონა უმალ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

როგორც ჟანდარმერია იუწყება, ნივთიერება „ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ჭურჭლის სარეცხი საშუალება“ აღმოჩნდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება გამაგრილებელ სასმელებთან ერთად  შეცდომით მაცივარში იყო შედგმული.

 „მედიკოსებზე დაყრდნობით გოგონას მამამ განაცხადა, რომ გოგონა საყლაპავის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას“.

ეს საფრანგეთის რესტორნებში სარეცხი საშუალებით მოწამვლის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის ივნისში ანალოგიური ინციდენტის გამო პარიზში  Pizza Hut–ის სტუმარი საავადმყოფოში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0