მთა-თუშეთში 72 წლის დაშავებულ ტურისტს მაშველები დაეხმარნენ

© photo: Emergency Management Service / FBსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე  სლოვენიელი ტურისტი ველოსიპედიდან  გადმოვარდა და დაშავდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, 72 წლის მამაკაცს მოტეხილობები აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები.

„ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო“, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მაშველები - Sputnik საქართველო
სტეფანწმინდაში ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს

უწყების ცნობით, საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველო-ტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაშავებული ტურისტი  თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ინფორმაცია ტურისტის დაშავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა.

დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ  საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.

უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0