Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ ვარჩევ, რომელი უფრო კარგია“- გვანცა დარასელია ულამაზესი შვილების ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Gvantsa Daraselia / FBგვანცა დარასელია
გვანცა დარასელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო აქტიურდება. შვილების სახალისო ფოტო-ვიდეოებს საზოგადოებას ინტენსიურად უზიარებს და მათ პოზიტიურ კომენტარებს იმსახურებს

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე- ვახო მჭედლიძე იყო.

წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა. მოდელის გარეგნობითა და ხმის ტემბრით მოხიბლულმა ვახომ, გვანცას გაცნობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ტელეეკრანზე მომავალი ცოლი ნანახი არ ჰყავდა.

გვანცას ხმამ და ციმციმა თვალებმა ვახოს ყურადღება მიიქცია და საღამოს კომპლიმენტიც მიიღო. ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით გაგრძელდა. როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, გვანცა ვახოს შეხვედრაზე დიდხანს ეუბნებოდა უარს.

დიდი თუ პატარა ძალისხმევის მიუხედავად, აშკარაა, რომ წყვილი ერთად არის და მათ ორი შვილიც ჰყავთ. უფროსი ერეკლე და უმცროსი- ლილე, რომელიც გვანცამ ვახოს დაბადების დღეზე ქვეყნად მოავლინა.

როგორც ჩანს, უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და პატარა და-ძმას, მშობლები სწორედ ამას ასწავლიან.

გვანცას მიერ გაზიარებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა.

ყველა ახალი ამბავი
0