რუსული შოუ-ბიზნესის პოპულარული წყვილი მომღერალი ვერა ბრეჟნევა და პროდიუსერი კონტანტინ მელაძე 2015 წელს ირალიაში ჩუმად დაქორწინდნენ. ორი წლის შემდეგ კი მელაძემ სატელევიზიო გადაცემაში გასაიდუმლოებულ ქორწინებაზე ისაუბრა.
„არავინ იყო, ჩვენ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ ორისთვის მოვაწყვეთ. ქორწილი იტალიაში ჩატარდა. ხმაური არ გვიყვარს. შესაბამისად, ყველაფერმა წყნარად ჩაიარა“, - ამბობდა პროდიუსერი.
ცოტა მოგვიანებით მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ ერთობლივი სურათების გამოქვეყნება დაიწყო, მაგრამ უეცრად მისი პირადი გვერდიდან გაქრა ყველაფერი. გამომწერებმა ატეხეს აჟიოტაჟი. კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა: „ვერა, სად გაქრა ის ფოტო, სადაც კონსტანტინეს ხელში ჰყავხარ აყვანილი?! ვიდეო მიუნჰენიდან? დააბრუნეთ, გთხოვთ, თავის კუთვნილ ადგილას“, პასუხად კი მომღერალმა დაუწერა კომენტარი: „წავშალე, იმიტომ, რომ მტრები არ გავაღიზიანო“.
ოფიციალური განცხადება დაშორებასთან დაკავშირებით, წყვილს ჯერ არ გაუკეთებია.
წყვილის პირველი შეხვედრა 2002 წელს შედგა, როდესაც 20 წლის ვერა ბრეჟნევა ჯგუფი „ვიაგრას“ პირველი შემადგენლობის კონცერტზე მოხვდა, სადაც გოგონას შანსი მიეცა სცენაზე მის კუმირებთან ერთად, ჰიტი Попытка №5 შეესრულებინა. მომხიბლელი გოგონა, რომელსაც სცენაზე გამოსვლის, მღერისა და ცეკვის გამოცდილება არ ჰქონდა, უმალ შეამჩნია „ვიაგრას“ პროდიუსერმა დმიტრი კოსტიუკმა, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ, გოგონა კიევში მიიწვია, სადაც მუსიკალურ ჯგუფში ერთი წევრის მიღებაზე ქასთინგი ტარდებოდა.
„ვიაგრა“ მაშინ მისმა ერთ-ერთმა წევრმა – ალენ ვინიცკაიამ დატოვა, რის შემდეგაც პროდიუსერებს ახალი გოგონას აყვანის საჭიროება დაუდგათ. 2003 წლის იანვარში, გოგონათა მუსიკალური ჯგუფი პუბლიკის წინაშე, ახალი შემადგენლობით წარსდგა. ნადეჟდა გრანოვსკაია, ანა სედაკოვა და ვერა გალუშკი – ფსევდონიმით ბრეჟნევა, – სწორედ ეს შემადგენლობა გახდა „ვიაგრას“ არსებობის მანძილზე ყველაზე ხმაურინი, სექსუალური და პოპულარული.
უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ბრეჟნევას უკვე ჰქონდა ფიქტიური ქორწინება ვიტალი ვოიჩენკოსთან. მისგან მომღერალს გოგონა, სახელად სონია შეეძინა. ამ პერიოდში „ვიაგრას“ მუსიკალური და შემდეგ უკვე გენერალური პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, დაქორწინებული იყო იანა მელაძესთან. მათ 1994 წელს იქორწინეს და ერთად, 2 გოგონა და 1 ბიჭი ჰყავთ.
უკვე 2006 წელს ბრეჟნევა ოფიციალურად დაქორწინდა ბიზნესმენ მიხეილ კიპერმანზე, ერთი წლის შემდეგ კი, სოლო კარიერის მიზნით, „ვიაგრა“ დატოვა. ამის პარალელურად, ის კინოგადაღებებში მონაწილეობდა და ბედი ტელეწამყვანადაც სცადა. სოლო კარიერამ მომღერალს არანაკლები პოპულარობა მოუტანა, ვიდრე ეს მას ჯგუფის შემადგენლობაში ჰქონდა. 2007 წელს მამაკაცთა ჟურნალმა MAXIM გამოკითხვის შედეგად, ვერა ბრეჟნევა რუსეთის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. მისი ყოველი ახალი სიმღერა კი, ჰიტ-პარადებისა და ჩარტების სათავეებში ექცეოდა. 2009 წელს ლამაზმანი სცენიდან გაქრა. ამის მიზეზი მეორე გოგონაზე ფეხმძიმობა და ბავშვის გაჩენა გახდა.
მეორე მეუღლესთან მას საერთო შვილი – სარა კიპერმანი შეეძინა. ოჯახური იდილიის მიუხედავად, წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დასცილდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაინგრა კონსტანტინე მელაძის ოჯახიც, რომელსაც 20 წლიან იუბილემდე, სულ რაღაც 1 წელი აშორებდა.
რუსული შოუ-ბიზნესის ყველაზე გამორჩეული ადამიანების განქორწინებებმა პრესაში მაშინ ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ჩანს, კონსტანტინე მელაძემ მისი უმცროსი ძმის- ვალერი მელაძის ბედი გაიზიარა, რომლის ოჯახური უთანხმოება და კონფლიქტებიც, ჟურნალისტების განხილვის საგანს რამდენიმე წლის მანძილზე წარმოადგენდა.