ტრადიციული გარბენი: თბილისის მარათონზე რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონი საქველმოქმედო ხასიათისაა, შემოსული თანხა ძეგვის ბავშვთა სახლს გადაეცემა

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისის რიგით მერვე ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი 29 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობის მსურველებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

მარათონი, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება, მორბენლები სტარტს რუსთაველის გამზირზე პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებენ, წრეს გააკეთებენ და იმავე ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მარათონი
ტრადიციული გარბენი: თბილისის მარათონზე რეგისტრაცია დაიწყო - Sputnik საქართველო
თბილისის მარათონი

რაც შეეხება რეგისტრაციას, მარათონში მონაწილეობა ყოველთვის ფასიანია: 10 კილომეტრის დისტანციაზე გარბენის ღირებულება 15 ლარია, 21,1 კილომეტრ დისტანციაზე - 20 ლარი. 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების რეგისტრაცია 1 კმ-იან და 500-მეტრიან დისტანციაზე უფასოა.

მარათონი საქველმოქმედოა, ამიტომ შემოსული თანხა ძეგვის ბავშვთა სახლს გადაეცემა. კომპანია Heidelbergcemen-ი, რომელიც ხუთი წელია ღონისძიების მთავარი სპონსორია, გააორმაგებს მარათონზე შემოსულ თანხას.

გასულ წელს მარათონში 50 ქვეყნიდან დაახლოებით 2,8 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 500 ბავშვი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0