Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ანათებს...“ - თაკო ჩხეიძე და „გუჩის“ მოდელი ნატალია ვოდიანოვა ერთად პოზირებენ

© photo: Tako Chkheidze / FBთაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი თაკო ჩხეიძე პოდიუმის უცხოელ  წარმომადგენლებსა, მათ შორის წამყვან დიზაინერებთან ახლო ურთიერთობაშია. მათ შორის აღმოჩნდა რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა. ვნახოთ, სად შეხვდა თაკო ნატალიას...

ცნობილი ქართველი მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე ფანებს ნატიფი მანერებით, ფრანგული სილამაზითა და დახვეწილობით ანებივრებს. შესაბამისად, თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტო­ნად ით­ვლე­ბა.

მის­ი სილამაზით საზოგადოება ჯერ კი­დევ მა­შინ მოიხიბლა, რო­დე­საც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე გოგონა ხალხმა მალევე შეიყვარა და ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა.

4 დღის წინ თაკო ჩხეიძე პარიზში მეუღლესთან -  აფხაზეთის ა\რ თავმჯდომარე რუს­ლან აბა­ში­ძეს­თან ერ­თად გაემგზავრა.

აქედან, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ წყვილი პარიზში მოგზაურობს. მოგვიანებით, კი თაკოს გაზიარებული ფოტო ყველასათვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მასზე ორი სუპერ მოდელი- ნატალია და თაკო ერთად მოხდენილად პოზირებენ.

თაკოს ფოტოებს მოწონება და კომენტარები არასდროს აკლდა, მაგრამ ეს ფოტო გამონაკლისი აღმოჩნდა. სოციალური ქსელის ყურადღება, ამჯერად, მათ გარშემო მოიქცა. კომპლიმენტები და დადებითი კომენტარები ჯერ კიდევ არ წყდება.  ქართველმა მოდელმა, კი ფოტოს წარწერა დაურთო  „ანათებს, შიგნიდან და გარედან“.

 

ყველა ახალი ამბავი
0