სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე - კვლევის შედეგები

© Sputnik / STRINGERმახინჯაური
მახინჯაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სუფთა წყალი სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის სანაპიროზეა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს და შავი ზღვის წყალს სხვადასხვა მნიშვნელოვან პარამეტრზე აკონტროლებს.

„შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს", – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შავი ზღვის თვითაღდგენის პროცესზე მიუთითებს ევროპული ხამანცკის გამოჩენაც, რომელიც 1940-იანი წლებიდან აღარ დაფიქსირებულა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზის 125 სახეობა ფიქსირდება , მათ შორისაა, წითელ წიგნში შეტანილი ზუთხისებრთა წარმომადგენლების 4 სახეობა.

პოლიეთილენის პარკები - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტები აიკრძალა

კვლევების თანახმად, შავი ზღვის საქართველოს ნაწილში აღებულ წყლის სინჯებში ლითონების კონცენტრაციები ევროპული სტანდარტების მიხედვით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

ამასთან, შავი ზღვის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება. 21-ე საუკუნის გამოწვევად კი, პლასტიკით დაბინძურება განიხილება. შავ ზღვაში აღმოჩენილი მყარი ნარჩენების თითქმის 83% პლასტმასზე და მიკროპლასტიკზე მოდის.

პლასტიკის ნარჩენების პრევენციის და მისგან გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2018 წელს ცვლილებები შევიდა „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში. რეგლამენტის მიხედვით, საქართველოში 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი პარკების წარმოება და ასევე ყველა სახეობის პლასტიკური პაკეტების იმპორტი.

აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.

ყველა ახალი ამბავი
0