Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი გამაოგნებლად გამოიყურება- ნახეთ, გოგონას ტრანსფორმაცია

© Photo: Nuka Kvaliashvili / FBნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი
ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახეთ, ცნობილი ქართველი ვარსკვლავის არანაკლებ ცნობილი შვილის ფოტოები...

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა. 

ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“- ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში, ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე გახლდათ, რომელიც თინეიჯერობისას გაიცნო და 12 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. თანატოლებს შორის, წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.  მაგრამ, ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას ცნობადობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. 21 წლის ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ- ლუკა და სანი.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუკამ გვარი შეიცვალა. დედის გვარზე გადავიდა და გვალიას მაგივრად ოფიციალურად კვალიაშვილი გახდა. ქმართან დაშორების შემდეგ კი, სოციალურ ქსელში განაგრძობდა ვიდეოების განთავსებას და თაყვანისმცემლების განებივრებას.

ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს ქერა, ქერას შავი და ასე დაუსრულებლად პირსინგების მომრავლებით.

ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ნუკა ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.

ნუკას ახალი პარტნიორი ჰყავს. წყვილი ახალ სახლში საცხოვრებლად გადავიდა. სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებზე დაყრდნობით, ნუკა და მისი შეყვარებული თავს კომფორტულად გრძნობენ. კვალიაშვილის ქალიშვილი თაყვანისმცემლებს მეტი სიკეთისკენ მოუწოდებს და Facebook- ზე წერს: „ნეგატიურ ადამიანებს და ადგილებს როცა შორდები, ცხოვრება ლამაზდება და ყველაფერს გაძლევს, რასაც იმსახურებ! ასე რომ მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი ბიჭები და  ჩემი შეყვარებული...“

ყველა ახალი ამბავი
0