Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კიდევ ვინ იწყებთ?“ - ნინო ჩხეიძე ენძელა მაჭავარიანთან ერთად დიეტაზეა

© Photo: Nino Chkheidze / FBნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი წარმოსაჩენი და გულახდილი ვარსკვლავი ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის

მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ყავის და მოხარშული კვერცხის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას დიეტის დაწყების შესახებ ამცნობს, თუ მისი ბოლოდროინდელი ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, მომღერალი უკრაინაში, მეუღლესთანაა სტუმრად და როგორც ჩანს, ზედმეტმა კილოგრამებმა შეაწუხა.

მომღერალი კითხულობს, ვინმე ხომ არაა მის მსგავსად დიეტაზე, რასაც დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის დიეტას კი არ იწყებს, აგრძელებს.

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა თვალსაჩინო და გულახდილმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ქმართან „ვირტუალური ოჯახი“ აქვს. მიუხედავად ამისა, ქალიშვილთან ერთად მეუღლეს საზღვარგარეთ ესტუმრა. ჩხეიძეს და პროდიუსერ გიორგი კორახაშვილის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის.

მომღერალი 21 წლის იყო, ხოლო ბიზნესმენი 22-ის, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. თინეიჯერს მარიკო ჰქვია და 14 წლისაა.


ნინო საზღვარგარეთ შვილთან ერთად მიემგზავრება ხოლმე მეუღლესთან შესახვედრად. გიორგი კი ნინოსთან გასტროლებზე ჩადის. სამწუხაროდ, ბიზნესმენს ახალი სამსახურის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, მიუხედავად ამისა, წყვილი ოფიციალურად არ დაშორებულა.

მიუხედავად რთული პერიოდისა და დაკარგული მეგობრებისა, ნინო ჩხეიძემ აღიდგინა ძალები, დააფუძნა ბენდი NIO-band, შექმნა დახვეწილი და ჰაეროვანი თავსაბურავების ბრენდი NIO, გარდა ამისა რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ მის გადაცემას „სტუმრად ნინოსთან“, რომლის ავტორი და წამყვანიც თავად მომღერალია.

ყველა ახალი ამბავი
0