დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:  5 აგვისტო

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს სურვილი გექნებათ, რომ ყველაფერში გარკვეულობა და სიცხადე შეიტანოთ. ნებისმიერი ორაზროვნება და არაკონკრეტულობა უსიამოვნო შეგრძნებებს გაგიჩენთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ბოლომდე უთქმელი უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე სიტყვები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღეს არის რისკი, რომ სხვადასხვა სახის კონფლიქტისა და ჩხუბის ცენტრში მოექცეთ. ამის მიზეზი გარშემომყოფების აგრესიულობა (როგორც თქვენ გეჩვენებათ) კი არა, საკუთარი მომთხოვნელობა და კრიტიკულობა, ყველაფერში „ჩაკირკიტების“ სურვილი იქნება. ძალიან გაგიჭირდებათ სხვების მოსაზრებების გათვალისწინება. ასევე მოგიწევთ შეეგუოთ იმას, რომ არც გარშემომყოფებს აინტერესებთ თქვენი მოსაზრებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

დღეს არის რისკი, რომ კონფლიქტში ჩაებათ, რაც ძალზე ნეგატიურად აისახება თქვენს მდგომარეობაზე საზოგადოებაში. ამიტომ აჯობებს, თუ ურთიერთობების გამორკვევას თავს აარიდებთ და მით უმეტეს, პირდაპირ ჩხუბსა და შეტაკებებს მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ეცდებიან. ნუ მიიტანთ ამ ყველაფერს გულთან ახლოს, თორემ შემდეგ თქვენი რეპუტაციის „ნაწილ–ნაწილ აკრეფა“ მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს საკმარისია ერთი „მოუქნელი“ შენიშვნაც კი და თქვენი თვალებიდან ცრემლის მდინარე დაიღვრება. განსაკუთრებით, თუ ეს შენიშვნა ცხოვრების სტილსა და ჩვევებს ეხება. პროფესიული კუთხით გამანადგურებელი კრიტიკის გადატანა უფრო იოლი იქნება, ვიდრე ხუმრობით ნათქვამი რამ ოჯახური ურთიერთობების შესახებ. ძალზე მწვავედ რეაგირებთ, ფრთხილად იყავით, შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობები ცუდად დამთავრდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღეს არაერთი პერსპექტიული იდეა გაგიჩნდებათ. ეს იდეები გზადაგზა მოგივათ თავში და თან, ისინი მკაფიოდ ჩამოყალიბებულია, თითქოს უკვე დიდხანს ფიქრობდით მათზე. აუცილებელი არაა, ეს იდეები მაშინვე განახორციელოთ ცხოვრებაში, მაგრამ ჩაინიშნეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პერსპექტიული წინადადებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი რთული იქნება, მაგრამ ნეგატიური ტენდენციების გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება. პირველ ადგილზე ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, მაგრამ ხელფასის მომატების მოთხოვნის დაყენებას არ გირჩევთ. აუცილებელია, ადამიანების გარჩევა ისწავლოთ. საქმე უფრო იმ ადამიანებთან დაიჭირეთ, რომლებსაც საინტერესო აზრები აქვთ და საკუთარ იდეებს გიზიარებენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის პირველი ნახევარი მრავალფეროვანი და ნაყოფიერი იქნება. მოასწრებთ ბევრ საქმეს. შესაძლოა, დახმარება შემოგთავაზონ, მაგრამ დაფიქრდით, რისი გაცემა მოგიწევთ სამაგიეროდ და გიღირთ ეს თუ არა. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად, რომელიც ძალზე სასიამოვნოდ ჩაივლის.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მიუხედავად სირთულეებისა, ოპტიმიზმს არ დაკარგავთ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ძველი რთული საქმეების გადასაჭრელად. ამჩნევთ მცირე დეტალებსაც კი და სწრაფად მოქმედებთ. ხანდახან გარშემომყოფებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. საღამოს დაღლილი იქნებით და აჯობებს, თუ დაისვენებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი მრავალი რთული საკითხით იქნება დატვირთული. მათ გადაჭრას დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით და გზაზე გაჩენილ ბარიერებსაც წარმატებით გადალახავთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. დაგჭირდებათ ძალების აღდგენა, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

არის შანსი, რომ ბევრ საქმეში მიაღწიოთ წარმატებას. ინარჩუნებთ სიმშვიდეს, რაც არ უნდა მოხდეს და ეს თქვენი დიდი უპირატესობაა. სანამ სხვები ნერვიულობენ, თქვენ მოქმედებთ და რეალურ შედეგებს აღწევთ. ახლობლებთან ურთიერთობებში პრობლემებია მოსალოდნელი, რაც გაგანაწყენებთ. სჯობს, მათთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადადოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

გარშემომყოფები ჩვეულებრივზე მეტად ერევიან თქვენს საქმეებში. ამან, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ, მაგრამ მრისხანება დაიოკეთ – ახლა სერიოზული კონფლიქტის თავიდან არიდება ძალზე მნიშვნელოვანია. ხანდახან აბეზარი ადამიანების ჩამოსაშორებლად იუმორი გამოიყენეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ რამე ძველი პროექტების რეალიზება მოახდინოთ და აჩვენოთ, რა შეგიძლიათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღის დასაწყისი რთული იქნება. ხშირად იკამათებთ, გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით, ისინი გახსენებენ ძველ შეცდომებს. ახალგაზრდებს უფრო გაუჭირდებათ თავშეკავება, ხოლო გამოცდილი თევზები ამ პერიოდს წარმატებით გადალახავენ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციები და თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0