თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა ყვარელში, დღეს მოხდა. ერთმანეთს Ford-ისა და Mitsubishi-ს მარკის მანქანები შეეჯახნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა Ford-ში მჯდომი ქალი, ერთი დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე კი თბილისში.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნება და მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
დაწყებულია სსკ-ის 276-მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.