„ბიო“, „მდმა“, სუბოქსინი, სუბუტექსი, B8: პოლიციამ რუსთავში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია რუსთავში
საპატრულო პოლიცია რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადამოწმების პროცესში ბრალდებულმა საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით რუსთავში 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქურდობა, ოჯახური ძალადობა და ნარკომანია: ბოლო წლებში ძალიან გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა

სამართალდამცველებმა მესხიშვილის ქუჩაზე, ბრალდებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გადამოწმების პროცესში ბრალდებულმა საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: 709 აბი „მდმა“, 86 აბი „სუბოქსინი“, 93 აბი „სუბუტექსი“, 3 აბი „B8“, 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“, ასევე, 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0