მაია ბარათაშვილი: ცხოვრებაში არასწორად შერჩეულმა ადამიანმა სულიერად უკან დამხია

© courtesy of Maia Baratashviliმაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ბარათაშვილი საუბრობს მის ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებზე და იმ ნაბიჯზე, რამაც ის ეკლესიური გახადა.
მაია ბარათაშვილი: ცხოვრებაში არასწორად შერჩეულმა ადამიანმა სულიერად უკან დამხია

„ამ ადამიანის არსებობა ჩემს ცხოვრებაში დიდი შეცდომა იყო, ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემში რწმენა არ იყო განმტკიცებული. მოდი, ასე ვთქვათ, მაშინ მე გადავწყვიტე, რომ ღმერთის დახმარება მჭირდებოდა... მე არ მინდა, რომ შეცდომებზე გავიზარდო, იმიტომ, რომ შეცდომები ანგრევს ადამიანს. მე ვფიქრობ ღმერთმა დაუშვა ის, რომ შეცდომა ჩამედინა, რათა მისკენ მივბრუნებულიყავი“-ამბობს მაია ბარათაშვილი სატელევიზიო გადაცემაში. 

მაია ბარათაშვილი - მომღერალი, ჯაზის შემსრულებელი, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო N16 მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლის პერიოდში ბევრი კლასიკური ნაწარმოები შეასრულა.

1996 წლიდან "თბილისი ბიგ–ბენდის" სოლისტია. 2009-2011 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთაშორისო დეპარტამენტისა და ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. თბილისის ფესტივალზე  "მარგარიტა" მას მიანიჭეს "წლის საუკეთესო მომღერალი ქალის" ტიტული. 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში „Made in New York Jazz competition“ ჟიურიმ ორ  სოლო ვოკალურ კატეგორიაში იგი საუკეთესო ჯაზ-მომღერლად დაასახელა.

მაია ბარათაშვილი მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზის ორგანიზაციის მიერ "წლის საუკეთესო ვოკალისტადაა" დასახელებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0