ვარკეთილში შუახნის მამაკაცი მოკლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ვარკეთილის რაიონში შუახნის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავება - Sputnik საქართველო
63 წლის მამაკაცმა ცოლის მოკვლა სცადა

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შემთხვევა 34-ე კორპუსის მეხუთე სართულზე, ბინაში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1973 წელს დაბადებულმა ჭ.წ.-მ შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას თავის ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0