თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით.
ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს.
50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდება, ხოლო 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკშია გადაყვანილი.
არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.