ბეშუმში „შუამთობა“ დაიწყო

© FB/Giorgi Kvirikashviliშეჯიბრება შუამთობაზე
შეჯიბრება შუამთობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულად „შუამთობაზე“ გაიმართება დოღი, კონცერტი და ადგილობრივი კერძების გამოფენა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა“ იმართება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ღონისძიების ფარგლებში 3 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება ბენდი „ორიონის“ კონცერტი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ეგზოტიკა ზღვასთან: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყვავილების ფესტივალზე გეპატიჟებათ

შუამთობის მთავარი ღონისძიება 4 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად გაიმართება დოღი, კონცერტი და ადგილობრივი კერძების გამოფენა.

„შუამთობას“ ფესვები საუკუნეებში აქვს გადგმული. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში. სამაგიეროდ კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა და მთიელი ხალხის ყველაზე საუკეთესო მისწრაფება, მიდრეკილებაა მასში ჩაქსოვილი.

„შუამთობის“ დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს და როგორც ყოველთვის, წელსაც ხულოს მუნიციპალიტეტი მთიელთა დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობით მზადაა გიმასპინძლოთ, აცხადებენ ორგანიზატორები.

საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას „შუამთობა”.

ქობულეთის სანაპირო - Sputnik საქართველო
Kobuleti Fest 2019-ზე გელოდებათ ზღვა, მცხუნვარე მზე და ცეცხლოვანი შოუ

ბეშუმი პოპულარულია როგორც სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის თავისებურებაა ძალზე სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბრონქული ასთმით და, ზოგადად, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება.

ყველა ახალი ამბავი
0