ამ ზაფხულს მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ტყეები იწვის არქტიკაში, გერმანიაში, კანადაში, ინდოეთსა და რუსეთში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ცეცხლოვანი სტიქიის სურათები
სინოპტიკოსების მონაცემებით, ხანძრები დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპასა და აშშ-ში იტორიაში ყველაზე ცხელი, ანომალიური ტემპერატურა დაფიქსიდა მაისში, ივნისსა და ივლისში.
ივნისის დასაწყისიდან ასზე მეტი ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა არქტიკაში. მოულოდნელმა და დაუნდობელმა ხანძარმა მოიცვა ალიასკა და ციმბირი.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ციმბირი და რუსეთის სხვა რეგიონები ნამწვავის სუნმა და ბოლმა მოიცვა. აღმოსავლეთის ქარმა ხანძარს ჰაკასიის, ალტაის, კემეროვოს, ნოვოსიბირსკის, ომსკისა და სხვა რეგიონებში გავრცელებას შეუწყო ხელი.
ევროპსა, ამერიკასა და აზიას ტყის ხანძრების გამო დიდი ზარალი მიადგა.