Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ იცოდა საქართველოზე...“ – თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან ერთად რეკლამაში გადაიღეს

© coutesy of Tako Natsvlishviliთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

ცნობილმა ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა „პრაიმ–შოუს“ წამყვანებთან თავის საინტერესო გადაღებაზე ისაუბრა, რომელიც ჯულია რობერტსთან ერთად ჰქონდა.

„გადაღება გვქონდა ვერონაში, გადავიღეთ „კალცედონიის“ რეკლამა“, სადაც ჯულია რობერტსთან ერთად გადამიღეს. მე ვიყავი ასისტენტის როლში. ჯულია რომ შემოდის მაღაზიაში, ვეუბნები: „ბონჟურ, ჯულია“. სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, კარგად გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ გავაცანი ჩემი თავი და საქართველოც. არ იცოდა საქართველოს შესახებ. როცა ჯორჯია ვუთხარი, აშშ-ის შტატი ეგონა…“ – იხსენებს მოდელი.

სრული ინტერვიუ ცნობილ მოდელთან „პრაიმ–შოუმ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მოდელი მონაწილეობდა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.

აღსანიშნავია, რომ თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზე მოხვედრას ზედიზედ მეორე წელია ცდილობდა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0