სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი, სავარაუდოდ, მეპატრონემ თავად დაწვა

გამოწერა
სახლის პატრონი პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლს თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა. ის გვიან ღამით პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ თელავისა და გურჯაანის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა სახლისა და მასში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0