მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სისხლიანი ღამე ზაგრებში: ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაცხრილულთა შორის ოთხი ბავშვია

CC BY-SA 2.0 / Robert Cutts / Mliniხორვატიის პოლიცია
ხორვატიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრი შვიდი თვის ჩვილია, რომელიც სხვადასხვა ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ხუთშაბათს, საღამოს ექვსი ადამიანი ჩაცხრილული იპოვეს, იუწყება „Sputnik–ბელარუსი".

სროლა კაიზერიცას რაიონში დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის, არაოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ბავშვია.

სიკვდილს მხოლოდ შვიდი თვის ჩვილი გადაურჩა, რომელიც სხვადასხვა ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მამაკაცმა ჩაიდინა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილი დატოვა.

დანაშაულის მოტივი ყოფილი ცოლისა და მისი ახალი პარტნიორის მიმართ მკვლელის ეჭვიანობაა.

დამნაშავეს პოლიცია ეძებს.

ყველა ახალი ამბავი
0