ზუგდიდში ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის ცენტრი
ზუგდიდის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალმა მოიყოლა, იუწყება პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ჭაში მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ორივე დაშავებული მაშველებმა დროულად ამოიყვანეს და ამჟამად ისინი ზუგდიდის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ და ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.

ამასთან სამუშაოების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ლაშა ლატარიამ განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა იყო დაცული, მაგრამ ფაქტის დეტალური შესწავლა მაინც მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0