პანღურის ამორტყმის საქმე – ზვიად კუპრავას 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

© Sputnik / Shota Nozadzeზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ვერსიით, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზეა დაკავებული, დამნაშავედ ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
ზვიად კუპრავა დააკავეს

განაჩენი მოსამართლე ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავას სასჯელის ზომად ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან, მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან დაიწყება.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნულისთვის კუპრავას გირაო შეეფარდა.

გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს.

"ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი", – ეს ამონარიდია დადგენილებიდან პირის ბრალდების შესახებ. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საბოლოოდ კი 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით და ის 24 თებერვალს დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0