თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი (ჯამში 9 020 ღერი) ამოიღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები კი, სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.